|
2020-04-24 18:25:21, 2089 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა იყო დაგვიანებული, ზედაპირული და არაადეკვატური კრიტერიუმებით სავსე
დაგვიანებული, ზედაპირული და არაადეკვატური კრიტერიუმებით სავსე, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია, მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას. მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ კვლავ გააგრძელებზე მთავრობაზე წნეხს, რათა სადღაც მაინც გადადგან სწორი ნაბიჯი. „დაგვიანებული ზედაპირული მავნებლური ინსტიქტები და არაადეკვატური კრიტერიუმებით სავსე, ბუნდოვანი პრეზენტაცია მოვისმინეთ გახარიასაგან. არ ხდება გადასახადებზე რეალურად დაწევა, არ ხდება წნეხის შემცირება მოქალაქეებისთვის და მეწარმეებისთვის, რაც ამ ვითარებაში წარმოუდგენელია. პირდაპირი დახმარება არის გაუგებარი, არასწორი კრიტერიუმებით, არასაკმარისი და მცირე. არ ხდება რეგულირება და ისევ ინარჩუნებენ მთავრობის როლს, რომ არჩევანი გააკეთონ ვის რა მისცენ. თითქოს მათ უკეთ იციან ჩვენ ჩვენ ფულს როგორ დავხარჯავთ, რაც კორუფციის რისკიცაა და მავნებლობაც. საპენსიო შენატანზე, ფულზე, რომელიც ეკუთვნის ხალხს და თვითონ შეიატანა, ისევ უარს ეუბნებიან რომ ამ გაჭირვების დროს გამოიყენონ და ამ გადასახადს არც კი აჩერებენ. სამწუხარო რეალობაა, ასეთი დაგვიანებით ასეთი მავნებლური და არაადეკვატური გეგმა იქნა წარმოდგენილი. ჩვენ, „ევროპული საქართველო“ ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ წნეხი, რათა სადღაც მაინც გადავადგმევინოთ სწორი ნაბიჯი“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)