17:53 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-24 15:47:11, 2001 ნახვა

საზოგადოება
გახარია - ორი დღით, ორშაბათს და სამშაბათს დავუშვებთ გამონაკლისს საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე

ორი დღით, ორშაბათს და სამშაბათს დავუშვებთ გამონაკლისს საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ორი დღის შემდეგ, დაწესებული შეზღუდვები კვლავ ამოქმედდება.

„ორშაბათიდან ყველა მსუბუქ ტრანსპორტზე შეზღუდვის მოხსნა ნიშნავს იმას, რომ მსუბუქი ავტომობილები თავისუფლად გადაადგილდება. ეს არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე და იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო დიდი ქალაქებისთვის, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი. ეს შეზღუდვები შენარჩუნდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი შეზღუდვების დაწესება დაემთხვა სააღდგომო დღესასწაულებს და ბევრი ჩვენი მოქალაქე იყო გასული ან საცხოვრებელი ადგილიდან რაიონში ან თავისი სამუშაო ადგილიდან, ჩვენ გავაკეთებთ გამონაკლისს ორი დღით. ეს იქნება ორშაბათი და სამშაბათი, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს  ორი დღის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა დაბრუნდნენ თავისი რეგისტრაციის ადგილებზე ან სამუშაო ადგილებზე. შესაბამისად, ორი დღის შემდგომ, ის შესაბამისი შეზღუდვები სატრანსპორტო გადაადგილებაზე საქალაქთაშორისო და ქალაქების ჩაკეტვის თვალსაზრისით აღდგება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics