|
2015-08-14 15:46:47, 645 ნახვა
ეკონომიკა
ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობა 43.5 მილიონი დოლარით შემცირდა
საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 2015 წლის ივლისში 93.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 210.7 მლნ ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 31.8 პროცენტით (43.5 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2014 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.9 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 93.2 პროცენტი მოდიოდა. ამასთან, 2015 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.1 მლნ აშშ დოლარი (29.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.2 მლნ აშშ დოლარისა (26.7 მლნ ლარისა) გასული წლის ივლისში. რუსეთიდან ფულადმა გზავნილებმა 2015 წლის ივლისში 43.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, იტალიიდან - 8.7 მლნ, აშშ-დან საქართველოში გასულ თვეში 8.5 მლნ აშშ დოლარის ფულადი გზავნილი განხორციელდა. თურქეთიდან 6.2 მლნ დოლარის შემოვიდა, საბერძნეთიდან კი ფულადმა გზავნილებმა ივლისში 4.5 მლნ დოლარი შეადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)