02:44 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-23 16:24:09, 2282 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძემ სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებთან ონლაინშეხვედრა გამართა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან და მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებთან ონლაინშეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანი იმის გარკვევა იყო, თუ რა პრობლემები შეექმნა სამშენებლო ბიზნესს კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

„თქვენი მიმართულება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესია, როგორც ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, ისე ადამიანების დასაქმების მიმართულებით. შესაბამისად, გვაინტერესებს თქვენი მოსაზრებები, თუ რა პრობლემებს აწყდებით დღეს,  როცა ჩვენი ქვეყანა იმყოფება  საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში და  დაწესებულია მთელი რიგი შეზღუდვები“, - მიმართა კახა კალაძემ სამშენებლო კომპანიების წარმომადგებლებს. 

შეხვედრა, რომელსაც 30-მდე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა,  კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

კახა კალაძემ დეველოპერებს სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური დახმარება აღუთქვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics