02:44 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-22 10:57:37, 2219 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის სხდომას, რომელზეც საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე უნდა იმსჯელონ, ოპოზიციის წარმომადგენლები არ დაესწრებიან

როგორც ცნობილია, ოპოზიციის წევრები საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებამდე მთავრობისგან ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენას ითხოვდნენ, რომელსაც მთავრობა 24 აპრილს წარმოადგენს.

ოპოზიციის თქმით, მთავრობამ უნდა დაასახელოს, როგორ დაეხმარება უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს და ბიზნეს სექტორს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ამ ვითარებაში, როდესაც არც ბიზნესის გადარჩენის და არც უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დახმარების გეგმა არ არსებობს, ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებასთან ერთად არ გაიზიარებს.

„ჩვენი მოთხოვნა იყო რომ წარმოდგენილი ყოფილიყო საგანგებო ბიუჯეტი და ანტიკრიზისული გეგმა. ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში და ვერ გავიზიარებთ პასუხისმგებლობას ხელისუფლებასთან ერთად ვინაიდან პარასკევს იქნება მხოლოდ ეკონომიკური საკითხების განხილვა და დღემდე არ ვიცით, როგორ აპირებენ ისინი ბიზნესის გადარჩენის პროგრამის შემოთავაზებას და რა დახმარებას აპირებენ სახლში გამოკეტილი და უმუშევრად დარჩენილი ასეულ ათასობით ჩვენი მოქალაქისათვის“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი 22 და 23 აპრილს მიიღებს.

როგორც ცნობილია, საპარალამენტო უმრავლესობა აღნიშნულ საკითხს მხარს დაუჭერს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics