08:18 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-20 12:38:46, 1886 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - სრულფასოვანი ეკონომიკური გეგმის გარეშე, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს ვერ დავუჭერთ

სრულფასოვანი ეკონომიკური გეგმის გარეშე, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს ვერ დავუჭერთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ მთავრობა თავს ვერ ართმევს საგანგებო მდგომარეობით გამოწვეულ პრობლემებს.

„განვლილმა ერთმა თვემ უკვე გამოაჩინა, რომ მთავრობა არ არის მზად საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული ეკონომიკური შეზღუდვებისთვის. არ გაცემულა სახელფასო კომპენსაციები უხელფასოდ დარჩენილებისთვის, არ გაცემულა დახმარება თვითდასაქმებული და სოციალურად გაჭირვებულებისთვის. ბიზნესი ჩვეულებრივ რეჟიმში იხდის გადასახადებს, არ გამოსწორებულა ის პრობლემაც კი, რომელიც შეიქმნა ონლაინ ვაჭრობასთან დაკავშირებით. ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ მთავრობა თავს ვერ ართმევს საგანგებო მდგომარეობით გამოწვეულ პრობლემებს. ჩვენ მხარს დავუჭერთ სამედიცინო ღონისძიებებს მოსახლეობის ჯანრმთელობის დასაცავად, მაგრამ მხარს ვერ დავუჭერთ არსებულ პირობებში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას ეკონომიკური სრულფასოვანი გეგმის გარეშე“, - განაცხადა დავით ბაქარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics