|
2020-04-20 11:48:57, 1823 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას - გთავაზობთ გამომიყენოთ უცხოური დახმარების მისაღებად
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას ახალი ინიციატივით მიმართავს. როგორც სააკაშვილი აცხადებს, ის მზადაა აშშ-ს, ევროპულისახელმწიფოების და სერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან მოლაპარაკებები აწარმოოს და საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს. „გთავაზობთ გამომიყენოთ უცხოური დახმარების მისაღებად. მოვივლი ყველა ევროპულ დედაქალაქს. ბევრს ვიცნობ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებში. დონალდ ტრამპი თავის მეგობრად მაცხადებდა ბოლო წლები, ევროპის ლიდერებს ყველას ვიცნობ. მოდით იურიდიულ კამათზე, შემოდგომამდე დავაწესოთ მორატორიუმი, მომეცით საქართველოს ხელისუფლების დროებითი წარმომადგენლის სტატუსი, დამახმარეთ საელჩოები და მათი ოფიციალური პირები და გპირდებით იმდენ დახმარებას ჩამოვიტან , რომ საქართველოს ეკონომიკა გადარჩება. მე ეს ერთხელ უკვე გავაკეთე და კიდევ შემიძლია გავაკეთო. მომენატრა ჩემი ერისთვის რაიმის გაკეთება და ახლა ამის საჭიროება არის, ფიზიკური გადარჩენის საფრთხის წინაშე ვართ. ახლა საქართველოსკენ დიდი შიმშილის, დიდი გაჭირვების ტალღა მოდის და ეს რომ ავიცილოთ, მომეცით სტატუსი და დახმარების საშუალება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)