|
2015-08-13 14:54:54, 620 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ადგილზე, ხელის გაშვერას სხვაგან არ დავიწყებდი
მე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ადგილზე უფრო მეტად ვისაუბრებდი იმ პრობლემებზე, რომელიც ეროვნულ ბანკშია და იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ის უნდა ახორციელებდეს და არ დავიწყებდი ხელის გაშვერას სხვაგან, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს გიორგი ქადაგიძის შეფასებების საპასუხოდ განუცხადა. მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ინსტრუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განახორციელოს ადეკვატური მონეტარული პოლიტიკა. "მე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ადგილზე უფრო მეტად ვისაუბრებდი იმ პრობლემებზე, რომელიც ეროვნულ ბანკშია და იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ის უნდა ახორციელებდეს და არ დავიწყებდი ხელის გაშვერას სხვაგან. ვინაიდან ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ინსტრუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განახორციელოს შესაბამისი, ადეკვატური მონეტარული პოლიტიკა", - განაცხადა ნოდარ ხადურმა. რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას, ფინანსთა მინისტრის თქმით, ეროვნული ბანკი სრულიად დამოუკიდებელია და მის გადაწყვეტილებებში არავინ ერევა. "არასდროს არავის მხრიდან კითხვა არ დასმულა, ეს ინსტრუმენტი უნდა არსებობდეს თუ არა. კითხვები დასმული იყო მის მოცულობასთან დაკავშირებით. ასე რომ, ამ შემთხვევაშიც, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება და არავინ არ ერევა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაში", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)