|
2020-04-15 16:17:16, 2398 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - მსოფლიოში შექმნილ ახალ ვითარებაში ყველა დონეზე სოლიდარობა და მათ შორის, რეგიონული სოლიდარობა, მნიშვნელოვანია
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა საუბრისას აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიოში შექმნილ ახალ ვითარებაში ყველა დონეზე სოლიდარობა და მათ შორის რეგიონული სოლიდარობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. „სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ილჰამ ალიევს გუშინ განხორციელებული სოლიდარობის აქტისათვის და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში, ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრის საქართველოს დროშის ფერებში განათება საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გამოხატულება და სოლიდარობის საუკეთესო გზავნილია. თავის მხრივ, ილჰამ ალიევმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს. პრეზიდენტებმა რეგიონული სოლიდარობის საკითხებზეც ისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ კორონავირუსით გამოწვეული მძიმე ვითარება სწრაფად დასრულდება, განახლებულ პოლიტიკურ დღის წესრიგში რეგიონული ვიზიტები პრიორიტეტი იქნება და საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი შედგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)