|
2020-04-15 12:39:38, 1495 ნახვა
საზოგადოება
„სმარტი“ სააღდგომოდ მიწოდების სერვისს ნერგავს
განახლებული ფორმატის „სმარტმა“ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის მიწოდების სერვისი დანერგა და ამიერიდან ერთგულ მომხმარებლებს „სმარტისვე“ წარმოების უგემრიელესი სააღდგომო პასკებისა თუ სხვა ექსკლუზიური იმპორტისა და ადგილობრივი პროდუქტების მიღება გლოვოს საშუალებით თბილისის მასშტაბით ნებისმიერ სასურველ ადგილზე შეუძლიათ. ტრადიციული რეცეპტით მომზადებული პასკის გარდა „სმარტი“ მომხმარებელს სადღესასწაულო და შოკოლადის პასკებს და იტალიური ტექნოლოგიით გამომცხვარ პანეტონესაც სთავაზობს ცუკატებით. „სმარტის“ წარმოებული პასკების ღირებულება 8 ლარიდან იწყება. „“სმარტში“ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის მიწოდების სერვისის დანერგვა ეხმიანება საყოველთაო მოწოდებას #დარჩისახლში და მომხმარებლებს საშუალებას ვაძლევთ ტრადიციული თუ იტალიური რეცეპტით და ნატურალური, უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით - კვერცხით, კარაქით, შაქრით, ნედლი რძით, ფორთოხლით, ქიშმიშით, ცუკატებით დამზადებული და გემოვნური თვისებები გამორჩეული პასკები, ადგილზე კომფორტულად და უსაფრთხოდ მიიღონ. ჩვენი უნიკალური რეცეპტი „ხარისხი დეტალებშია“, შესაბამისად „სმარტის“ წარმოების პასკებთან ერთად ჩვენი ერთგული მომხმარებელი სააღდგომო დღესასწაულს განსაკუთრებულად გემრიელად აღნიშნავს“, - აცხადებენ „სმარტში“. „სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის საკუთარი იმპორტის თუ ადგილობრივი პროდუქტებით და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. “სმარტი” ქსელის განვითარებას საწყის ეტაპზე შერჩეულ ფორმატში, ავტო და გაზ-გასამართ სადგურებზე და ავტობანებზე განაგრძობს.
ლე პენი აცხადებს, რომ მზადაა ზელენსკის ბრიუსელში შეხვდეს
Bloomberg: პუტინმა ნატოს შემცირება აშშ-სთან უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პირობად დაასახელა.
სალომე ზურაბიშვილი - ოცნებამ პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში უკვე გააუქმა
ევა გოცირიძე ნიკა გვარამიას - ირღვეოდა თუ არა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები და იყო თუ არა ამაზე პასუხისმგებელი ენმ?
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)