|
2015-08-12 20:29:56, 719 ნახვა
ეკონომიკა
თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კოლეგიამ ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესფორუმზე მიიწვია
თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კოლეგიამ (DEIK) საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმსხვილესი ბიზნესკომპანიების მონაწილეობით დაგეგმილ ბიზნესფორუმზე მიიწვია. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის და თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კოლეგიის (DEIK) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ომერ ჯიჰად ვარდანის შეხვედრაზე აღინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიზნესფორუმი ახლო მომავალში სტამბულში გაიმართება და მას თურქეთის წამყვანი ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ თანამშრომლობას და მიმდინარე რეგიონული პროექტების მნიშვნელობას. საქართველოს მთავრობის მეთაურმა DEIK –ის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმებისა და არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ. DEIK–ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ომერ ჯიჰად ვარდანის განცხადებით, იზრდება თურქი ბიზნესმენების ინტერესი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისადმი. DEIK–ი თურქეთის ბიზნესწრეების ერთ-ერთ უმსხვილეს და გავლენიან გაერთიანებას წარმოადგენს. იგი დაარსდა 1986 წელს. მისი მიზანია თურქეთის კერძო სექტორის საგარეო ეკონომიკური ურთიერობების წარმოებისადმი ხელშეწყობა და სავაჭრო კავშირების გაღრმავება. DEIK-ს ჰყავს 99 დამფუძნებელი ორგანიზაცია. მასში ასევე შედიან ბიზნესსაბჭოები, რომლებიც 900-მდე კომპანიას აერთიანებენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)