|
2020-04-14 17:25:40, 2887 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის გადაწყვეტილებით თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში ხვალ 21 საათიდან შესვლა და გამოსვლა იკრძალება
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, განვითარებული მოვლენების საფუძველზე, მთავრობამ მიიღო აგდაწყვეტილება 15 აპრილიდან, საქართველოს 4 დიდი ქალაქში ყველანაირი მოძრაობა აიკრძალოს, ეს გულისხმობს ქალაქში შესვლას. მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს შეუძლებელია ვირუსის გავრცელების პიკის დადგენა, რის გამოც მსგავს ზომებს მიმართავს ხელისუფლება. „ამასთან ერთად იმ ფაქტის კონსტანტირებაც უნდა მოვახდინოთ, რომ დღეს, მიუხედავად იმისა რომ მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს ეპიდემიოლოგებს, ჩვენს მეცინერებს, ექიმებს, მაგრამ ზუსტად ვერავინ ვერ გვეუბნება გავრცელების, კრიზისის პიკი როდის იქნება. ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, ეს გლობალური გამოწვევაა, დღეს შეუძლებელია ზუსტი პროგნოზის გაკეთება როდის მოხდება გავრცელების პიკი, ამიტომ რათქმაუნდა ამ გაურკვევლობის ზონაში მთავრობის ყველა ნაბიჯს და მოქმედებას აქვს კიდევ უფო მეტი ფასი და მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე დღეს მინდა გაცნობოთ, რომ ხვალ 15 აპრილიდან 21 საათიდან 4 დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, თბილისში,რუსთავში ყველა სახის მოძრაობა ქალაქშიშესვლა იქნას აკრძალული“, - განაცხადა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)