|
2020-04-14 14:26:07, 2597 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება „ქართული ოცნების“ მხრიდან შესრულდება
„პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება, სადაც ძალიან დიდი როლი ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა შეასრულეს, „ქართული ოცნების მხრიდან შესრულდება“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ შეთანხმების შესრულება არანაირი საფრთხის ქვეშ არ დგას. მისივე თქმით, წარმოუდგენელი და დაუშვებელია მართლმსაჯულების სფეროში პოლიტიკის შეტანა. „რაც შეეხება ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების, თუ გარკვეული პოლიტიკოსების მოწოდებებს. ერთი მხრივ, ეს ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ სასამართლო სისტემაში ყოველგვარი ჩარევა დაუშვებელია და მე ამ პოზიციას სრულად ვეთანხმები. თუმცა, მეორე მხრივ, ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან საკუთარ პოზიციას და ამბობენ, რომ პოლიტიკური ჯგუფი, პოლიტიკოსები უნდა ჩაერიონ სასამართლო სისტემაში და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები. ეს ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს და შესაბამისად, პოლიტიკის შეტანა მართლმსაჯულების სფეროში წარმოუდგენელი და დაუშვებელია“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)