|
2020-04-14 11:26:23, 1438 ნახვა
საზოგადოება
პროგრამის - #თიბისიშენთვის ფარგლებში ხანდაზმული მოქალაქეები დახმარებას მიიღებენ
„თიბისი“ განაგრძობს მოქალაქეების და ბიზნესების მხარდაჭერასა და მათთვის ცხოვრების გამარტივებას. პროგრამის - #თიბისიშენთვის მორიგი ინიციატივის ფარგლებში, დედაქალაქსა და რეგიონებში მცხოვრები 1000-ზე მეტი ხანდაზმული დახმარებას მიიღებს. პროექტის ჯამური ღირებულება 100 000 ლარია. „თიბისი“ ბენეფიციარებს დახმარებას ისეთ საქველმოქმედო ფონდებთან თანამშრომლობის ფარგლებში გაუწევს, როგორებიცაა: საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი - "კათარზისი", საქველმოქმედო ფონდი - „საქართველოს კარიტასი", საზოგადოება - „საქართველოს წითელი ჯვარი" - საერთაშორისო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ფედერაციის მმართველი საბჭოს წევრი და სხვა. ამ ეტაპზე კომპანია 14 მსხვილ და მცირე ზომის საქველმოქმედო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. ინიციატივის ფარგლებში, ხანდაზმულებს საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და პირადი ჰიგიენის საშუალებები დაურიგდებათ. „ქვეყანაში არსებული გამოწვევის დასაძლევად, თიბისიმ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა: ფიზიკურ პირებსა და ბიზნესებს საბანკო შეღავათები შევთავაზეთ; ციფრული ტრანსფორმაციის დახმარებით, მომხმარებლებს საშუალებას ვაძლევთ საბანკო მომსახურება სრულიად უსაფრთხოდ, დისტანციურად მიიღონ; სტუდენტებსა და მოსწავლეებს საჭირო ტექნიკით ვამარაგებთ იმისთვის, რომ შეუფერხებლად ჰქონდეთ წვდომა სწავლის ონლაინ პროცესთან; ვცდილობთ ვიზრუნოთ ყველაზე ცხელ წერტილებში დასაქმებულ პერსონალზე. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ადამინათა ჯგუფი, რომლისთვისაც ახალ რეალობასთან ადაპტირება ყველაზე რთულია. ყველაზე მაღალ რისკ ჯგუფს დღეს ხანდაზმულები წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ ადამიანებზე ზრუნვა, მათი უზრუნველყოფა საარსებო მინიმუმისთვის აუცილებელი პროდუქციით და ხელის შეწყობა, რომ გარეთ გასვლა არ მოუწიოთ. ხანდაზმულებისთვის მხარდაჭერა პროგრამის - #თიბისიშენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორტეტია. იგეგმება კიდევ უფრო მეტ ფონდთან პარტნიორობა იმისთვის, რომ მეტ ადამიანს დავეხმაროთ როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში", - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. პროგრამა #თიბისიშენთვის COVID-19-ის შედეგებთან საბრძოლველად შეიქმნა. მხარდაჭერის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სოციალური დახმარების ინიციატივებია, რომლის ფარგლებშიც აქცენტი დისტანციური განათლების ხელშეწყობაზე, ხანდაზმულების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე კეთდება.
ლე პენი აცხადებს, რომ მზადაა ზელენსკის ბრიუსელში შეხვდეს
Bloomberg: პუტინმა ნატოს შემცირება აშშ-სთან უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პირობად დაასახელა.
სალომე ზურაბიშვილი - ოცნებამ პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში უკვე გააუქმა
ევა გოცირიძე ნიკა გვარამიას - ირღვეოდა თუ არა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები და იყო თუ არა ამაზე პასუხისმგებელი ენმ?
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)