|
2020-04-13 09:59:46, 2485 ნახვა
პოლიტიკა
დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართება
დღეს პარლამენტში დეპუტატები ბიუროს სხდომას გამართავენ. სხდომა, აღმაშენებლის დარბაზის ნაცვლად პარლამენტის კინოდარბაზში გაიმართება, სადაც ბიუროს წევრები ერთმანეთისგან დისტანცირებულად დასხდებიან. ბიუროს სხდომა დღეს, 15:00 საათზეა დანიშნული. 13 აპრილის ბიუროს სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, პარლამენტს რატიფიცირებისთვის წარედგინება საქართველოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის გაფორმებული შეთანხმების რამდენიმე დოკუმენტი და ასევე, რამდენიმე კანონპროექტის ინიცირება მოხდება. ბიუროსთვის წარსადგენ კანონპროექტებს შორის არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც კარანტინის ან/და იზოლაციის წესების დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, პარლამენტში ბიუროსა და საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომები არ ჩატარებულა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)