|
2020-04-11 11:25:06, 1567 ნახვა
საზოგადოება
სადეზინფექციო საშუალებებით ჭავჭავაძის გამზირი მოირეცხა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით, ამჯერად, ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირი მოირეცხა. მორეცხვით სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ. ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ რომეო მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები, ვირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქის ათივე რაიონში ჩატარდება. „მთელი ქალაქის მასშტაბით ვაგრძელებთ სადეზინფექციო სამუშაოებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ. ანალოგიური სამუშაოები განხორციელდება დედაქალაქის ყველა რაიონში, სადაც ქუჩები შესაბამისი ხსნარებით დამუშავდება. ეს არის პრევენციული ღონისძიებები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ მხოლოდ ეს ამ ბრძოლაში გადამწყვეტი, რა თქმა უნდა, არ არის, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ. გზის მორეცხვის სამუშაოები „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ხორციელდება. პროცესში ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. დეზინფექცია, თავდაპირველად, პეკინის გამზირს, კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩებს, შემდეგ „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორიას, მოგვიანებით კი, ქავთარაძის, კანდელაკის და გლდანის რაიონის რამდენიმე ქუჩას, ასევე, ყაზბეგის, წერეთლისა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირებს ჩაუტარდა. სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ხიდებს, პანდუსებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს.
ლე პენი აცხადებს, რომ მზადაა ზელენსკის ბრიუსელში შეხვდეს
Bloomberg: პუტინმა ნატოს შემცირება აშშ-სთან უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პირობად დაასახელა.
სალომე ზურაბიშვილი - ოცნებამ პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში უკვე გააუქმა
ევა გოცირიძე ნიკა გვარამიას - ირღვეოდა თუ არა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები და იყო თუ არა ამაზე პასუხისმგებელი ენმ?
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)