|
2020-04-09 13:52:03, 1127 ნახვა
კომენტარი
გახარია - უნდა გვახსოვდეს წარსული და გვახსოვდეს ის ერთიანობის განცდა, რამაც ჩვენ 1989 წლის 9 აპრილიდან, 1991 წლის 9 აპრილამდე მიგვიყვანა
„თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, უკვე ახალ ბრძოლაში, სხვა ბრძოლაში მოვუწოდო - გვახსოვდეს წარსული და გვახსოვდეს ის ერთიანობის განცდა, რამაც ჩვენ 1989 წლის 9 აპრილიდან, 1991 წლის 9 აპრილამდე მიგვიყვანა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. გახარია აღნიშნავს, რომ უნდა გვახსოვდეს, რომ მათი მსხვერპლი გაღებული იყო იმისთვის, რათა ჩვენ შევქმნათ წარმატებული, ეფექტური სახელმწიფო. „მე მესმის, რომ დღეს ჩვენთვის ყველასთვის, ყველაზე დიდი ბრძოლის ხაზი გადის COVID 19-თან ბრძოლის ნაწილში, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ისტორიაც. 31 წლის წინ, 9 აპრილს, 1989 წელს, საბჭოთა ჯარმა ჩაიდინა დანაშაული, ეს დანაშაული იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუმცა, უდიდესი იმედიც და ეს იმედი განხორციელდა. ყველას კარგად გვახსოვს უკვე ახალ 9 აპრილს, 1991 წელს, როდესაც ქვეყანამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ჩვენ დავიწყეთ სახელმწიფოებრიობის მშენებლობა უახლეს ისტორიაში. ჩვენ, ჩვენი გმირების ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ ყოველთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი გაღებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატებული, ეფექტური სახელმწიფო და ეს ბოლო წლები, ამ სახელმწიფოს შექმნის პროცესი უნდა იყოს უფრო ეფექტური და წარმატებული. მე მინდა, ქედი მოვიხარო თითოეული მათგანის მიმართ, ასევე თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, უკვე ახალ ბრძოლაში, სხვა ბრძოლაში მოვუწოდო - გვახსოვდეს წარსული და გვახსოვდეს ის ერთიანობის განცდა, რამაც ჩვენ 1989 წლის 9 აპრილიდან 1991 წლის 9 აპრილამდე მიგვიყვანა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)