|
2020-04-08 20:51:03, 2517 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი - ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ანრი ოხანაშვილმა ტ/კ „PosTV“-ის ეთერში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცედურები საზოგადოებას გააცნო. მისი თქმით, ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთავანე მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდება. „პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა, დღის წესრიგშია. ჩვენ ამ შეთანხმების რეალიზების გეგმებზეც ვიმსჯელეთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს. ამ ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთავანე მოხდება მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში კონსტიტუციისა და საკანონმდებლო რეგულეციების სრული დაცვით. ეს იქნება დისტანციური, ელექტრონული ფორმით წარმოებული განხილვა. მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაში ცვლილებებს შევიტანთ, დაგეგმილია ეუთო-ოდირის რეკომენდაციების შესაბამისი ცვლილებების გატარება საარჩევნო კანონმდებლობაში. დარწმუნებული ვარ, ამ პოლიტიკურ კონსენსუსს ყველა ერთად მივიყვანთ ბოლომდე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)