|
2020-04-01 16:57:43, 1209 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, სისხლის პროდუქტების მარაგის პოტენციური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. აქციის მიზეზი ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დონაციების რაოდენობის შემცირება გახდა. ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, მსოფლიოს ყველა ქვეყნის ჯანდაცვის გამოცდილება ცხადყოფს, რომ COVID-19 მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს სისხლის მარაგებზე ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა დონორების მიმართვიანობის შემცირება, COVID-19-ის შემთხვევები, კარანტინი, თვითიზოლაცია, სისხლის ბანკებში შემცირებული პერსონალი, მობილური აქციების შეზღუდვა და სხვა ბარიერები, რაც ნეგატიურად აისახება გადაუდებელი მდგომარეობების, არაელექტიური ოპერაციების და იმ ქრონიკული დაავადებების მართვაზე, რომლებიც მოითხოვენ რეგულარულ ტრანსფუზიულ თერაპიას. „ქვეყანაში არსებობს გარკვეული მარაგი, თუმცა ამ პროცესთან ერთად დონორთა რაოდენობა შემცირდა და რეალურად ის ყოველთვიური მარაგი, რომელიც შედიოდა სისხლის ბანკებში ნელ-ნელა იკლებს და შეიძლება დავდგეთ სისხლის მწვავე დეფიციტის წინაშე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოგროვდეს ეს მარაგები, რასაც დღევანდელი აქცია ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არ შეჩერდეს და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით, როგორიც არის რიგის, სოციალური დისტანციის დაცვა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ რესპირატორული პრობლემების შემთხვევაში არ მიმართოს დონორმა სისხლის ბანკს, ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც ზოგადად ეხება ახალი კორონავირუსის გავცელების შემაკავებელ ღონისძიებებს, ძალიან მნშვნელოვანია რომ ეს მარაგი შეიქმნას ქვეყანაში. არ დაიკლოს სისხლის მარაგმა და არ დავდგეთ დეფიციტის წინაშე“, - აღნიშნა ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ადამიამ. ჯანდაცვის სამინისტრო სხვა საჯარო დაწესებულებებს მსგავსი აქციების ჩატარების თხოვნით მიმართავს. ამ მნიშვნელოვანი გამოწვევის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია, გაიღოთ სისხლი და გადაარჩინოთ თანამოქალაქეების სიცოცხლე.
ლე პენი აცხადებს, რომ მზადაა ზელენსკის ბრიუსელში შეხვდეს
Bloomberg: პუტინმა ნატოს შემცირება აშშ-სთან უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პირობად დაასახელა.
სალომე ზურაბიშვილი - ოცნებამ პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში უკვე გააუქმა
ევა გოცირიძე ნიკა გვარამიას - ირღვეოდა თუ არა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები და იყო თუ არა ამაზე პასუხისმგებელი ენმ?
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)