|
2015-08-10 13:02:21, 704 ნახვა
სამართალი
საია: რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს განჩინება დასაბუთების მაღალ სტანდარტს არ შეესაბამება
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მეწილეების წილებსა და კომპანიის ქონებაზე ყადაღის დადების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საია მიიჩნევს, რომ სასამართლოს განჩინება არ შეესაბამება დასაბუთების იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს ყველა შემთხვევაში, როდესაც ერთმანეთის პირისპირ დგას არამხოლოდ ორი კერძო სუბიექტის ინტერესი, არამედ ასევე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მისთვის შეუქცევადი ზიანის მიყენების საფრთხე. ამასთან, საიაში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე დავას ორ კერძო სუბიექტს შორის გააჩნია არამხოლოდ სამართლებრივი, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური კონტექსტიც. „2015 წლის 5 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ -ის (შემდგომში რუსთავი 2) მეწილეების წილებსა და კომპანიის ქონებას დაედო ყადაღა და როგორც მეწილეებს, ასევე რუსთავი 2-ის დირექტორატს აეკრძალა კომპანიის მართვასა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება, ასევე ქონების განკარგვა. აღნიშნულს წინ უძღოდა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მიერ "რუსთავი 2"-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელის შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, "რუსთავი 2"-ის პარტნიორთა წილების დაყადაღების მოთხოვნა. აღნიშნული დავის მნიშვნელობა და შედეგები - მათი კონკრეტული შინაარსისაგან დამოუკიდებლად - არსებითად სცილდება მხოლოდ მოცემული სამართლებრივი დავის უშუალოდ მონაწილე პირთა ინტერესებს. კომპანიის საქმიანობა, ასევე მისი მესაკუთრეობის საკითხი, განსაკუთრებით მგრძნობიარე თემაა, არა მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება ზოგადად მედია კომპანიას, არამედ იმიტომაც, რომ აღნიშნული მედია კომპანია წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მაღალრეინტინგულ, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე დავას ორ კერძო სუბიექტს შორის, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს იგი, გააჩნია არამხოლოდ სამართლებრივი, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური კონტექსტიც. თუმცა, საიას მანდატის გათვალისწინებით, მოცემული შეფასება მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას მხოლოდ კონკრეტული სამართლებრივი დავის მნიშვნელოვან ასპექტებზე. საკითხის წინასწარი შესწავლის შედეგად, იმ სამართლებრივ დოკუმენტებზე (და არა მთლიანად საქმის მასალებზე) დაყრდნობით, რაც ჩვენთვის ხელმისაწვდომია მოცემულ ეტაპზე (განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე) საჭიროდ მიგვაჩნია აღვნიშნოთ შემდეგი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საია მიიჩნევს, რომ სასამართლოს განჩინება არ შეესაბამება დასაბუთების იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს ყველა შემთხვევაში, როდესაც ერთმანეთის პირისპირ დგას არამხოლოდ ორი კერძო სუბიექტის ინტერესი, არამედ ასევე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მისთვის შეუქცევადი ზიანის მიყენების საფრთხე. დაბოლოს, მიგვაჩნია, რომ რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე სამართლებრივი დავა უნდა წარიმართოს საჯაროობისა და გამჭვირვალობის ყველაზე მაღალი სტანდარტის დაცვით, რასაც ითვალისწინებს ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა და საერთაშორისო პრაქტიკა. ამავე დროს, პოლიტიკოსებმა, განსაკუთრებით კი სახელისუფლებო პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა მკაცრად თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ტიპის განცხადებისა თუ ქმედებისაგან, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს სასამართლოს გადაწყვეტილების მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაზე. სასამართლოში საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებების თუ გადაწყვეტილებების დასაბუთებულობა არის და იქნება ინდიკატორი სასამართლო ხელისუფლების მიერ აღნიშნული დავის დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად, შესაბამისად, აპოლიტიკურად გადაწყვეტისა. საია გააგრძელებს აღნიშნულ საქმეზე დაკვირვებას და მომავალშიც მიაწვდის საზოგადოებას საკუთარ შეფასებებს საქმის სამართლებრივ ასპექტებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)