|
2020-03-30 18:38:16, 1378 ნახვა
საზოგადოება
სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების კამპანიას „კარფურიც“ შეუერთდა
სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად პროდუქტების შეძენა მოქალაქეებს ჰიპერმარკეტ „კარფურშიც“ შეეძლებათ. თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის“ ორგანიზებით მიმდინარე კამპანიას, „აგროჰაბთან“ და „გუდვილთან“ ერთად, კარფურიც შეუერთდა. აქციის ფარგლებში, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, „კარფურში“ შეიძინონ პროდუქტი, რომელსაც „წითელი ჯვრის“ მოხალისეები დააფასოებენ და რაიონული გამგეობების თანამშრომლების ჩართულობით, სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს დაურიგებენ. აქციასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, „თბილისი მოლში“ მდებარე „კარფურში“ იმყოფებოდა. „ვაგრძელებთ ჩვენ მიერ წამოწყებულ და საკმაოდ წარმატებით მიმდინარე პროექტს, რომელიც ხანდაზმული მოხუცების დახმარებას გულისხმობს. შეიქმნა სპეციალური პლატფორმა. ინტერესი გამოხატა „აგროჰაბმა“, „გუდვილმა“ და დღეს უკვე „კარფურმა“. აქ მოეწყო სპეციალური კუთხე, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის პროდუქტები. მოქალაქეები, რომლთაც ამის სურვილი აქვთ, ყიდულობენ პროდუქტების შესაბამის ჩამონათვალს, რომელიც შემდეგ გადაეცემა იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა. დიდი მადლობა „კარფურს“, რომ ამის შესაძლებლობა მოგვცა, ასევე, ყველაზე მთავარი მადლობა იმ რიგით მოქალაქეებს, ვინც მართლაც ზრუნავენ იმაზე, რომ ხელი შეუწყონ იმ ადამიანებს, ვინც დღეს რისკის ჯგუფში იმყოფება“, - განაცხადა კახა კალაძემ. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და ნუტრიციოლოგებთან ერთად, შედგენილია მინიმალური პაკეტი, რომელიც დაახლოებით, ათი დღის მარაგია და ორ მიმართულებას მოიცავს: საკვები პროდუქტები და მედიკამენტები, ასევე, ჰიგიენური საშუალებები. ესენია: შაქარი, ბრინჯი, ჩაი, მაკარონი, წიწიბურა, შვრიის ფანტელი, ხორბლის ფქვილი, ზეთი, მარილი, ლობიო, ორცხობილა და პირველადი მოხმარების საგნები. აღნიშნული პაკეტი მარტოხელა მოხუცებს დატრენინგებული მოხალისეების და რაიონული გამგეობების თანამშრომლების საშუალებით გადაეცემა. ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)