|
2020-03-29 15:57:53, 2073 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი: ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მეფრინველეობის ფაბრიკების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრის თქმით, საგანგებო სიტუაციაში მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორი იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას. „არსებულ ვითარებაში ყველა მწარმოებელს რთულ პირობებში უწევს მუშაობა. საგანგებო სიტუაციაში მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორი იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას. ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, მეწარმეებს და მომწოდებლებს არ შეექმნათ პრობლემა და, მეორე მხრივ, მოსახლეობის ინტერესი იყოს დაცული“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საწარმოები შეუჩერებლად მუშაობენ, მარაგები საკმარისია და მიწოდებაში შეფერხება არ იქნება. შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე ესწრებოდნენ. ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ახორციელებს.
ლე პენი აცხადებს, რომ მზადაა ზელენსკის ბრიუსელში შეხვდეს
Bloomberg: პუტინმა ნატოს შემცირება აშშ-სთან უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პირობად დაასახელა.
სალომე ზურაბიშვილი - ოცნებამ პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში უკვე გააუქმა
ევა გოცირიძე ნიკა გვარამიას - ირღვეოდა თუ არა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები და იყო თუ არა ამაზე პასუხისმგებელი ენმ?
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)