|
2020-03-29 15:03:27, 1622 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი: დღეს არსებულ ვითარებაში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება არის მოსახლეობის სურსათით და პირველადი მოხმარების პროდუქტებით მომარაგების უწყვეტობა, მარაგების არსებობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ახალ კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო ჩამოყალიბდა სწორედ იმისათვის, რომ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესი იყოს სწორად მართული და კოორდინაცია იყოს მაღალი ხარისხის. „დღეს არსებულ ვითარებაში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება არის მოსახლეობის სურსათით და პირველადი მოხმარების პროდუქტებით მომარაგების უწყვეტობა, მარაგების არსებობა. მთელ რიგ ქვეყნებში იყო შეფერხებები მიწოდებაში. ხშირ შემთხვევებში, ამის მიზეზი პანიკური შესყიდვებია. ჩვენთან პროცესები სწორად იყო მართული და, შესაბამისად, შეფერხება მიწოდებაში არ გვქონია, თუმცა იყო გარკვეული უხერხულობები - რიგები, პანიკური მოთხოვნა, რომელიც ფასების სპეკულაციური ზრდის ცდუნების საფრთხეს ქმნიდა ბაზარზე. დღეისათვის სიტუაცია სტაბილურია - აღარ არის რიგები, სავაჭრო ქსელები მუშაობს შეუფერხებლად და პროდუქტი მიეწოდება ბაზარს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, იმ განცხადებების გათვალისწინება და აღსრულება, რომელიც სამთავრობო სტრუქტურებიდან კეთდება, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ კოორდინირებულ მოქმედებას. რაც შეეხება მარაგებს, სამინისტრო უწყვეტ მონიტორინგს ვახორციელებთ ხორბალზე და ყველა იმ პროდუქტზე, რაც მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელია, მათ შორის, ზეთი, ბურღულეული პროდუქტი, მშრალი პროდუქტები, ცილოვანი პროდუქტები, ხორცპროდუქტები და ა.შ. ქვეყანაში მარაგები საკმარისია. პროცესი კონტროლდება, რათა ბაზარზე წყვეტა არ იყოს. ეს არ არის მარტივი პროცესი, რადგან რთულ ვითარებაში იმყოფება მთელი მსოფლიო. შესაბამისად, მოწოდებაში შეფერხებები შეიძლება იყოს, რადგან ცალკეულ ქვეყნებს შეექმნათ პრობლემები. სწორედ ამიტომ არის ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად კონცენტრირებული ყურადღება; ჩვენ ვმუშაობთ მოწოდების ალტერნატიულ წყაროებზე, რეგულარულად ვხვდებით და ვმუშაობთ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, ვახდენთ შიდა რესურსების მობილიზებას. ეს არის პროცესი, რომელიც ამ რთული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება იმისთვის, რომ მოსახლეობას არ შეექმნას შეფერხება და არ გაუჩნდეს დამატებითი საზრუნავი ისედაც რთულ ვითარებაში”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)