|
2020-03-28 18:02:55, 1668 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია: პირველადი ჯანდაცვის რგოლი სრულად მობილიზებულია იმისთვის, რომ ნებისმიერ ადამიანს გაუწიოს დახმარება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა თამარ გაბუნიამ და გიორგი წოწკოლაურმა C ჰეპატიტის მართვის ცენტრი დაათვალიერეს და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს შეხვდნენ. მინისტრის პირველმა მოადგილემ სოფლის ექიმებს 46 კომპიუტერი გადასცა, რათა მათ შეძლონ ონლაინ კონსულტაციები პაციენტებთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა პირველადი ჯანდაცვის რგოლის აქტიურ ჩართულობას კორონავირუსთან ბრძოლაში. ახალი კორონავირუსის სავარაუდო შემთხვევების გამოვლენისა და მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მართვის მოდელი პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებისთვის უკვე ცნობილია. პირველადი ჯანდაცვის ქსელი სრულად მობილიზებულია იმისთვის, რომ ნებისმიერ ადამიანს გაუწიოს დახმარება. თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევა ექვემდებარება ჩვეულებრივ, სტანდარტულ, სიმპტომურ მკურნალობას და მისი მართვისთვის განსაკუთრებული პირობები საჭირო არ არის. თუმცა მძიმე შემთხვევებში, მნიშვნელოვანია პაციენტის დროული გადამისამართება შესაბამის დაწესებულებაში. "ჩვენ შევხვდით ზუგდიდში ოჯახის ექიმებს და სოფლის ექიმებს. გავიარეთ ის ძირითადი საკითხები, რათა მაქსიმალურად დაიცვან თავიანთი თავიც და ასევე დროულად გამოავლინონ ინფექცია, სად გადაამისამართონ პაციენტი, რა რჩევა უნდა მისცენ და სხვა. მთავარი რჩევა არის კონტაქტებისგან თავის არიდება და სახლში დარჩენა. სიცხიანი პაციენტი, რომელიც მივა ოჯახის ექიმთან აუცილებლად დაექვემდებარება შესაბამის შეფასებას. კარგია თუ საწყისი კონსულტაცია პაციენტსა და ოჯახის ექიმს შორის შედგება ტელეფონით, რათა დავიცვათ ჩვენ ინფექციის გავრცელება სამედიცინო პერსონალში და ასევე თავიდან ავირიდოთ სიცხიანი პაციენტის გარე სივრცეში მოძრაობასთან დაკავშირებული რისკები. სიცხიან პაციენტს ოჯახის ექიმი შეაფასებს და საჭიროების შემთხვევაში გადამისამართდება შესაბამის სამსახურში, ეს იქნება ცხელების კლინიკა რაიონულ დონეზე, ან სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახური, რომელიც პაციენტს მისცემს სათანადო მიმართულებას და ჩაუტარდება გამოკვლევები. ამისთვის უკვე შემუშავებულია პროტოკოლი. ზუგდიდში ასევე იგეგმება სატელეფონო ხაზის ამოქმედება, იმისათვის, რომ არ მოხდეს სასწრაფო დახმარების სამსახურის გადატვირთვა და სწორი ტრიაჟი, 112-დან ზარები გადამისამართდება ოჯახის ექიმთან, რათა ოჯახის ექიმმა გააკეთოს საწყისი ტრიაჟი და შემდეგ დააბრუნოს ზარი 112-თან. ჩვენ ოჯახის ექიმებს გადავეცით კომპიუტერები, რათა მათ შეძლონ ონლაინ კონსულტაციები პაციენტებთან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ლე პენი აცხადებს, რომ მზადაა ზელენსკის ბრიუსელში შეხვდეს
Bloomberg: პუტინმა ნატოს შემცირება აშშ-სთან უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პირობად დაასახელა.
სალომე ზურაბიშვილი - ოცნებამ პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში უკვე გააუქმა
ევა გოცირიძე ნიკა გვარამიას - ირღვეოდა თუ არა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები და იყო თუ არა ამაზე პასუხისმგებელი ენმ?
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)