საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მისიებში და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული მებრძოლების მცირეწლოვან შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სპეციალურად მათთვის საახალწლო კონცერტი გამართა.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა ვიგენ სარგსიანმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა 2017 წლის თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნულ გვარდიას 26 წლის იუბილეს ულოცავს.
„მინდა გულითადად მოგილოცოთ იუბილე. ეროვნული გვარდია ყველაზე მეტად ასახავს საქართველოს უახლეს ისტორიას“,-ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოს ეროვნული გვარდიის 26 წლის იუბილეზე განაცხადა.
საქარველოს ეროვნული გვარდია 26 წლისაა. ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More