სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია, ტელევიზიის ეზოში მშვიდ ვითარებაში გრძელდება.
დედის დღესთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ახალაშენებული „გაგუას კლინიკა“ დაათვალიერა და გახსნამდე იქ არსებულ ვითარებას გაეცნო.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას შეისწავლიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროში, პოლიციის რეფორმის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა გახსნა.
„ნაციონალური მოძრაობის“ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეზოში წუხელ კარვები გაშალეს.
„დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს გადავუფორმებ იმდენს, რამდენზეც მოლაპარაკებული ვიყავით“,-ამის შესახებ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სავაჭრო განყოფილების უფროსს, თრეისი ნეველს შეხვდა.
„საქართველოს ხელისუფლებამ დღეს ჩამოათრია ქიბარ ხალვაში და მის სასარგებლოდ გადაწყვეტილებას ელოდება. ივანიშვილის მონავ, ყველა დროის იუდავ“, - ასე მიმართა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More