|
2020-03-25 15:04:30, 2017 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრომ დისტანციურად მომუშავე უწყების თანამშრომლებისთვის უსაფრთხო კიბერგარემოს უზრუნველყოფისთვის სპეციალური რჩევები შეიმუშავა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ნაწილი დისტანციური მუშაობის რეჟიმზეა გადასული. დისტანციური მუშაობის რეჟიმში თავდაცვის სამინისტრო ცდილობს მაქსიმალურად უზრუნველყოს უსაფრთხო კიბერგარემო და კიბერრისკების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს თითოეულ თანამშრომელს. ამ მიზნით სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურომ შეიმუშავა სასარგებლო რჩევები დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებისთვის, რომლის დახმარებითაც თანამშრომლების დისტანციური მუშაობის პროცესი უფრო უსაფრთხო გახდება. გზამკვლევში იდენტიფიცირებულია სამი ძირითადი საფრთხე, რომელიც თან ახლავს დისტანციურ მუშაობას: სოციალური ინჟინერია, პაროლები და განახლებული ოპერაციული სისტემა და პროგრამული უზრუნველყოფა. სახლში უსაფრთხო კიბერგარემოს შესაქმნელად შემუშავებული რჩევების მიხედვით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თანამშრომლების კომპიუტერების უსაფრთხოებას. გზამკვლევის რჩევები რეალური კიბერსაფრთხეებისგან თავის დასაცავად ითვალისწინებს კომპიუტერის ინტერნეტთან დაკავშირებამდე სპეციალური უსაფრთხოების ზომების დაცვას; ვებ-ბრაუზერის, სმარტფონების, სოციალური ქსელების უსაფრთხოებას; ინფორმაციის ონლაინ განთავსების რეკომენდაციებს; სპამ წერილებისგან, ელ. ფოსტაზე მიმაგრებული ფაილებისაგან, ჯაშუშური პროგრამებისაგან და ვირუსებისაგან თავის დაცვას. კიბერუსაფრთხოების ბიუროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები დეტალურად იხილეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე: https://mod.gov.ge/cyber/file.pdf ბიურომ ასევე შეიმუშავა კიბერუსაფრთხოების დისტანციური სწავლების კურსი, რომელიც განთავსდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ელექტრონული სწავლების პლატფორმაზე: https://elearning.mod.gov.ge/ კიბერუსაფრთხოების გაცნობითი კურსის მიზანია თავდაცვის უწყების თანამშრომლების ინფორმირება კიბერსივრციდან მომდინარე საფრთხეების შესახებ და საბაზისო ცოდნის მიღება, რომელიც საჭიროა კიბერშეტევის თავიდან ასაცილებლად. კურსი 4 მოდულისგან შედგება. დაფუძნებულია რეალურ მაგალითებზე და მოიცავს პრაქტიკულ ინფორმაციას მომხმარებლებისთვის. კურსის დასრულების შემდგომ, ტესტირების საფუძველზე გაიცემა შესაბამისი ელექტრონული სერტიფიკატი. კურსი ამჟამად მუშაობს საპილოტე რეჟიმში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - - ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო
ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე - საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს
საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)