13:51 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-19 12:21:39, 295 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ექსპორტზე 6.15 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 მილიარდი დოლარით ანუ 19.6%-ით მეტია. ექსპორტში პირველი პოზიცია კვლავ მსუბუქ ავტომობილებს უკავია, 1.5 მილიარდი დოლარით, თუმცა ამ საქონელში 23.7%-ის კლება ფიქსირდება. მეორე პოზიცია დაიკავა ნავთობპროდუქტებმა 812 მილიონი დოლარით, რაც წლიურად 1192%-ით არის გაზრდილი, აღნიშნული ძირითადად დაკავშირებულია საქართველოში პირველი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მიერ ოპერირების დაწყებასთან, მესამე პოზიციას ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები იკავებს 464 მილიონი დოლარით, სადაც ზრდა 68%-ია.

რაც შეეხება ღვინის ექსპორტს, ის 0.6%-ით, 189 მილიონ დოლარამდე შემცირდა, სპირტიანი სასმელების ექსპორტმა კი 6.5%-ით, 188 მილიონ დოლარამდე იკლო.

2026 წლის TOP-10 საექსპორტო საქონელი:

# საქონელი მლნ დოლარი ზრდა/კლება წინა წელთან
1 მსუბუქი ავტომობილები $1,529 -23.7%
2 ნავთობი და ნავთობპროდუქტები $812 1192.5%
3 ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $464 68.0%
4 ფეროშენადნობები $239 56.3%
5 ყურძნის ნატურალური ღვინოები $189 -0.6%
6 სპირტიანი სასმელები $188 -6.5%
7 სპილენძის მადნები და კონცენტრატები $163 141.9%
8 მინერალური და დაგაზიანებული წყლები, შაქრის დანამატების შემცველობით $153 18.1%
9 მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე $141 9.2%
10 აზოტოვანი სასუქები $123 33.7%
11 დანარჩენი საქონელი – სულ $2,152 16.9%




ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
საერთაშორისო გამჭვირვალობა - - ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო
ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე - საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს
საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics