|
2020-03-21 22:34:39, 1330 ნახვა
საზოგადოება
ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი - აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის შესახებ დეტალები 23 მარტს გახდება ცნობილი
მისი თქმით, ეს პროგრამა შეეხება ყველაზე სარისკო ჯგუფში მოაზრებულ ადამიანებს, რომლებიც დღეს 70 წელს ზევით მოხუცები შეადგენენ. "ლიბერთი ბანკის სახელით მინდა მოგახსენოთ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციის გამო ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევაა, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, გავუფრთხილდეთ და ვიზრუნოთ ჩვენს მომხმარებლებზე, თანამშრომლებზე, ზოგადად საქართველოს მოქალაქეებზე და განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებზე. რამდენიმე კვირაში, ვირუსის გავრცელების გამწვავების შესაძლებლობის გამო, და იმის გამო რომ ჩვენთვის თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია, ლიბერთი ბანკმა, საქართველოს მთავრობასთან ერთად, მიიღო გადაწყვეტილება და 23 მარტიდან აცხადებს 100 მილიონ ლარიან პროგრამას აპრილის თვის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით. პროგრამის შესახებ დეტალებს, თუ როგორ მოხდება პენსიების ჩარიცხვა და თუ როგორ უნდა ისარგებლონ ჩარიცხული თანხებით 70 და მეტი წლის ადამიანებმა ისე რომ მაქსიმალურად შევამციროთ მათი ბანკში მოსვლის საჭიროება, ამის შესახებ დეტალები გახდება ცნობილი ორშაბათს, 23 მარტს. ჩვენ გავაკეთებთ სპეციალურ განცხადებას, პენსიების წინასწარ ჩარიცხვის თარიღის და ჩარიცხული თანხებით სარგებლობის წესების შესახებ. ჩვენ ვიაზრებთ, და ძალიან კარგად გვესმის რომ ეს პროგრამა მარტივი განსახორციელებელი არ არის და საჭიროებს სრულიად მთელი საზოგადოების ჩართულობას ინფორმაციის მიტანაში და არა მარტო, იმ ადამიანებთან ვისაც ეს პროგრამა ეხება. რისთვისაც, ლიბერთის მთელი გუნდი, განსაკუთრებით წინა ხაზზე მომუშავე ჩვენი გოგოები და ბიჭები, მთელი გულით ვემსახურებით საქართველოს და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ბანკში მოსვლის საჭიროება. მთავარია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დარწმუნებული ვარ ჩვენ, ერთად აუცილებლად გავუმკლავდებით შექმნილ ვითარებას ", - ნათქვამია განცხადებაში.
21 ოქტომბრიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება - აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, თელავში 22 მეწარმე გადამზადდა
დევნილთა ფულადი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება
მილანში ახალგაზრდების პროტესტი არეულობაში, ძარცვასა და ცეცხლის წაკიდებაში გადაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)