11:51 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-19 10:59:40, 588 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა ფულადი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება

დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება აქტიურად მიმდინარეობს. პროცესი დღეს დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეუძლიათ. პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მასში ჩართვა შეუძლია ყველა იმ დევნილ ოჯახს, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია არ მიუღია. კომპენსაციის ოდენობა ოჯახის თითოეულ დევნილ წევრზე 10 000 ლარს შეადგენს.

პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და დევნილ ოჯახებს შესაძლებლობას აძლევს, თავად გადაწყვიტონ, ისარგებლებენ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის არსებული მექანიზმებით თუ ფულად კომპენსაციას აირჩევენ. ფულადი კომპენსაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც საცხოვრებელი დამოუკიდებლად უკვე შეძენილი აქვთ და სახელმწიფოსგან ბინის მიღების ნაცვლად ფინანსური მხარდაჭერა სურთ.

განაცხადის წარსადგენად საჭიროა მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ოჯახის არასრულწლოვანი წევრების შემთხვევაში, დაბადების მოწმობა. განაცხადის შევსებისას ადგილზე უნდა იმყოფებოდეს ოჯახის ყველა სრულწლოვანი დევნილი წევრი.

განაცხადების მიღების პარალელურად, დევნილთა სააგენტო გადაამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა ოჯახი კომპენსაციის მიღების კრიტერიუმებს. კომპენსაცია განაცხადების მიღების პროცესის დასრულებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში გაიცემა. თანხა დევნილ ოჯახებს „ლიბერთი ბანკის“ ანგარიშებზე ჩაერიცხებათ.

მიმდინარე წელს ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფისთვის 58 მილიონი ლარია გამოყოფილი. ინიციატივა მომდევნო წელსაც გაგრძელდება, განაცხადების მიღების ახალი ეტაპის დაწყების თარიღი კი დამატებით გამოცხადდება.

ფულადი კომპენსაციის მექანიზმი დევნილთა განსახლების არსებულ პროგრამებს არ ანაცვლებს. პარალელურად გაგრძელდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროგრამა. ამგვარად, დევნილ ოჯახებს საცხოვრებლით უზრუნველყოფის სხვადასხვა შესაძლებლობა ექნებათ, მათი საჭიროებებისა და არჩევანის შესაბამისად.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
21 ოქტომბრიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება - აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, თელავში 22 მეწარმე გადამზადდა
დევნილთა ფულადი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება
მილანში ახალგაზრდების პროტესტი არეულობაში, ძარცვასა და ცეცხლის წაკიდებაში გადაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics