17:53 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-06 17:14:19, 934 ნახვა

ეკონომიკა
„ვითიბი ბანკის“ ახალი ფილიალი ზუგდიდში გაიხსნა

„ვითიბი ბანკმა“ ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. 

ფილიალი ზვიად გამსახურდიას 31 ნომერში მდებარეობს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი  ფილიალი, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს. აღნიშნულ საბანკო წერტილში კლიენტებისთვის უზრუნველყოფილია მაქსიმალური კომფორტი და მომსახურების მაღალი ხარისხი.

ზუგდიდში ვითიბი ბანკის  ფილიალის გახსნას დაესწრნენ: სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე - კახაბერ რუსია; ქალაქ ზუგდიდის მერი - ირაკლი გოგოხია; სხვა ოფიციალური პირები და ვითიბი ბანკის ხელმძღვანელობა.

ვითიბი ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ განაცხადა:

ვითიბი ბანკი განაგრძობს ქსელის განვითარებას, თბილისსა და რეგიონში. მოხარულები  ვართ, რომ ზუგდიდში ჩვენი ბანკის ფილიალი გაიხსნა. საფინანსო სისტემის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნისთვის, ისე ცალკეული რეგიონისთვის.  სამეგრელოს მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად,  ვითიბი ბანკი აქტიურად დააფინანსებს მსხვილ, საშუალო, მცირე და აგრო ბიზნესს, ამასთან ერთად ფიზიკურ პირებს  ხელმისაწვდომ საბანკო მომსახურებას შევთავაზებთ.  ვიმედოვნებთ, რომ ვითიბი ბანკის ფილიალი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რეგიონის ეკონომიურ წინსვლაში და ბიზნეს სექტორის განვითარებაში.

დღეს ვითიბი ბანკი  საქართველოში  33 წერტილით არის წარმოდგენილი.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics