21:29 - 16 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-11 10:04:58, 6119 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს

რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს, განუცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უკრაინული მოლაპარაკების ჯგუფის ანგარიშზე დაყრდნობით.

„რუსები ფიქრობენ და სინამდვილეშიც იზიარებენ ამას, რომ მათ დონბასის ტერიტორიის ნახევარი დაიკავეს, რომელსაც ჩვენ რეალურად ვაკონტროლებთ. რუსეთის მხარეს სამხედრო და სადაზვერვო პერსონალი იმყოფებოდა და ამაზე ძალიან სერიოზულად საუბრობდნენ“, - ციტირებს უკრაინული მედია პრეზიდენტის სიტყვებს.

„პუტინი სხვა სამყაროში ცხოვრობს. ეს დამახინჯებული რეალობაა. და რა თქმა უნდა, ის ამერიკელებს ეუბნება: „ერთი, ორი, სამი თვე მჭირდება და ჩვენ აღმოსავლეთ უკრაინას სრულად დავიკავებთ. მეც შემიძლია სურათის დახატვა - იქნება სრული ოკუპაცია“. მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ეს რეალობა არ არის“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამერიკელებმა დაადასტურეს უკრაინული შეფასება ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ. ეს კონკრეტულად განაცხადა ნატოს მოკავშირეთა უმაღლესმა მთავარსარდალმა ევროპაში, აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალმა ალექსუს გრინკევიჩმა, რომელიც ასევე იმყოფებოდა მოლაპარაკებებზე.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
პროკურატურა - ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევაზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს
კალასი - სირიისგან უნდა მივიღოთ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics