|
2020-03-12 16:37:39, 2213 ნახვა
სამართალი
მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ფაქტზე გ.რ.-ს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და გ.რ.-ს მეუღლის -ლ.კ.-ს მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, ვინაიდან გ.რ. არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე და თავს არიდებს გამოძიებას. პროკურორის დადგენილებით მასზე გამოცხადდა ძებნა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. უწყების ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით დაიწყო. „გამოძიებით დადგინდა, რომ გ.რ.-ს 2020 წლის 25 თებერვალს გამოცემული შემაკავებელი ორდერით 30 დღით აეკრძალა მეუღლესთან -ლ.კ.-სთან რაიმე ფორმით, მათ შორის სატელეფონო ან სხვა რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით კომუნიკაცია. მიუხედავად აღნიშნულისა, გ.რ.-მ 2020 წლის 8 მარტს ღამის საათებში ლ.კ.-ს ადგილსამყოფელის დადგენისა და შეხვედრის ორგანიზების მიზნით, მოკლეტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები გაუგზავნა, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსანიშნავია, რომ შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით დაბარებულმა გ.რ.-მ 11 მარტს, პოლიციის განყოფილებაში მოთეთრო ფერის ქაღალდში შეხვეული, ასევე თეთრი ფერის ფხვიერი მასა წარადგინა, რომელიც მისი განმარტებით იყო ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი" და რომლის ნაწილიც მან მოიხმარა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით (260-ე მუხლის პირველი ნაწილით) დაიწყო. სამართალდამცველებმა გ.რ.-სგან წარმოდგენილი ზემოაღნიშნული ნივთიერება ამოიღეს, ხოლო მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ერთჯერადი მოხმარების ე.წ. „ინსულინის" შპრიცი მასში არსებული მოთეთრო ლაქით. ამოღებულ ნივთებზე დაინიშნა ქიმიური ექსპერტიზა. გ.რ.-ს ნარკოლოგიური კვლევის შედეგად ნარკოტიკული საშუალებების - „კოკაინის", „ტეტრაჰიდროკანაბინიოლისა" და „ტრამადოლის" მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)