11:39 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-12 12:40:59, 2271 ნახვა

სამართალი
წულუკიანი - პრობაციონერები პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან 14 აპრილამდე თავისუფლდებიან

პრობაციონერები პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან 14 აპრილამდე გათავისუფლდებიან.

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პრობაციონერთა პრობაციის ბიუროში მოსვლის ვალდებულობის შეუსრულებლობას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება და 14 აპრილამდე საპატიოდ ჩაითვლება.

„მივმართავ საქართველოში ყველა პრობაციონერს, დღეიდან 14 აპრილის ჩათვლით ყველანი ხართ გათავისუფლებული პრობაციის ბიუროში გამოცხადებისგან. ეს ნიშნავს იმას, რომ ე.წ. თითის დადება, ან პრობაციის ოფიცერთან და სოც. მუშაკთან თუ ფსიქოლოგთან ჩანიშნული სავალდებულო შეხვედრები არის გაუქმებული. თქვენი მოსვლის ვალდებულების შეუსრულებლობა დღეიდან 14 აპრილის ჩათვლით ჩაითვლება საპატიოდ და არავითარი სამართლებრივი შედეგი ამ გამოუცხადებლობას არ მოჰყვება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მე რუსეთს დეესკალაციისკენ მოვუწოდე“ - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვთან შეხვედრაზე ისაუბრა
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics