|
2020-03-09 14:03:42, 3325 ნახვა
მსოფლიო
მდინარაძე - პოლიტიკა ინდულგენცია ვერ იქნება, 48 მილიონი ლარის გამფლანგველ ადამიანს ვერ დაერქმევა პოლიტპატიმარი
„პოლიტიკა ინდულგენცია ვერ იქნება. 48 მილიონი ლარის გამფლანგველ ადამიანს ვერ დაერქმევა პოლიტპატიმარი“, - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში პოლიტიზირებული პროცესი ისედაც შეწყვეტილია და ისინი უბრალოდ იმ მემორანდუმს შეუერთდნენ, სადაც ამას გაესვა ხაზი. „პოლიტიზირებული პროცესები ისედაც შეწყვეტილია და ჩვენ შევუერთდით მემორანდუმს, სადაც ამაზე იყო ხაზგასმა. არც წარსულში, არც ახლანდელ დროში და არც მომავალში არ იქნება, რომ პოლიტიკა ჩაერევა მართლმსაჯულებაში და ამის დაჯერება უჭირს ჩვენს ოპონენტებს იქიდან გამომდინარე, რომ ეს ასე არ აწყობთ. მათ აწყობთ, იმაზე კი არ ისაუბრონ, რომ 48 მილიონი ადამიანმა გაფლანგა თუ არა, ისაუბრონ იმაზე, რომ კი გაფლანგა, მაგრამ ამაზე არ ვილაპარაკოთ და მოდი, ეს ადამიანი იყოს პოლიტიკური პატიმარი, ვინაიდან პოლიტიკაშია. პოლიტიკა ინდულგენცია ვერ იქნება. 48 მილიონი ლარის გამფლანგველ ადამიანს ვერ დაერქმევა პოლიტპატიმარი. რაც შეეხება გარეთ გამოშვებას და მის დაკავებას, თქვენი ინტერპრეტაციაა, რომ ეს ადამიანი გასამართლდა ორჯერ. მე გეუბნებით, რომ ორჯერ კი არ გასამართლდა, გასამართლდა სამჯერ, რადგან სამი ინსტანციის სასამართლოა“, - განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)