|
2020-03-07 12:46:05, 3211 ნახვა
კომენტარი
უდუმაშვილი - „აჭარის ტელევიზიაში“ მიმდინარე მოვლენები ივანიშვილის „გასაოცარი დემოკრატიის" შედეგია
„ეს არის ივანიშვილის რეჟიმის გასაოცარი დემოკრატია და ამ დემოკრატიის შედეგია ის, რაც ხდება „აჭარის ტელევიზიაში“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წვერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მანვე აღნისნა, რომ ტელევიზიაში 37 წელია მიმდინარეობს ტოტალური ცენზურა და მცდელობა გააკონტროლონ ჟურნალისტები. ის ტელევიზიის თითოეულ ჟურნალისტს სოლიდარობას უცხადებს. „დღემდე მიმდინარეობს სამართლებრივი დევნა სხვადასხვა მედია საშუალებები მფლობელების მიმართ და მათ პატიმრობით ემუქრებიან. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის გასაოცარი დემოკრატია და ამ დემოკრატიის შედეგია ის, რაც ხდება „აჭარის ტელევიზიაში“. ჩვენ ვნახეთ, რომ დიდი ხნის ბრძოლისშედეგად ხელისუფლებამ შეძლო და იქ დანიშნა, ის დირექტორი, რომელიც შეასრულებს ხელისუფლების დავალებებს, რასაც მოჰყვა ავტომატურად ყველაიმ მედია მენეჯერის გათავისუფლება, რომელიც პასუხისმგებელი იყო არხის საინფორმაციო პოლიტიკაზე. გუშინ ვნახეთ, რომ ეთერიდან მოხსნეს არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი და ახლა ბუნებრივია ჯერი უკვე ჯურნალისტებზე. იმ ჟურნალისტებზე, რომელბიც ამდენი ხნის მანძილზე, საკუტარი გმირობის ფასად იბრძოდნენ, რათა შეენარჩუნებინათ პროფესიული თავისუფლება და ღირსება. მინდა თითოეულ მათგანს გადავუხადო მადლობა, მე თითოეულ მათგანს უცხადებ სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ჩვენი პარტიის სახელი. 37 წელია მიმდინარეობს ტოტალური ცენზურა და ჟურნალისტების კონტროლი“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. ცნობისთვის, გუშინ „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მთავარი სიანფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)