|
2020-03-06 10:31:30, 4171 ნახვა
მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი - შესაძლებელია ეპიდემიის დამარცხება კოლექტიური ნაბიჯების გადადგმით
„შესაძლებელია ეპიდემიის დამარცხება, მაგრამ ეს მოითხოვს კოლექტიურ, კოორდინაციულ ნაბიჯებს, რომელშიც ჩართული უნდა იყოს ხელისუფლების მთელი სისტემა“, - ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა გააფრთხილა სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს, რომ კორონავირუსის გლობალური გავრცელება „საბურღი არ არის", და მნიშვნელოვან მოქმედებას მოითხოვს ჯანდაცვის ორგანიზაციებიდან. ტედროს გებრეიესუსი აღნიშნავს, რომ ამ კვირას უკვე ეფექტურად ებრძვიან სახელმწიფოები კორონავირუსს. დირექტორი შეშფოთებას გამოთვამს რამდენიმე ქვეყნის მიმართ, რადგან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებულ უსაფრთხოების ნორმებს ნაკლებად ასრულებენ. „ეს არ არის ბურღი. დრო არაა, რომ ფარხმალი დავყაროთ. დრო არაა ამის საბაბი მოვძებნოთ. ქვეყნები საუკუნეების განმავლობაში ამუშავებდნენ გეგმას ვირუსის შეჩერების შესახებ, რომლის განხორციელების დროც დადგა. შესაძლებელია ეპიდემიის დამარცხება, მაგრამ ეს მოითხოვს კოლექტიურ, კოორდინაციულ ნაბიჯებს, რომელშიც ჩართული უნდა იყოს ხელისუფლების მთელი სისტემა“, - წერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)