|
2020-03-05 10:15:15, 1889 ნახვა
სამართალი
გლდანის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებაში დეკანოზ მამალაძის სასჯელის გადავადებაზე იმსჯელებენ
დღეს, გლდანის მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა დაწესებულებაში, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მიმართ სასჯელის გადავადების თაობაზე იმსჯელებენ. სხდომა 11:00 საათზე გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში 27 თებერვალს მიიღეს. სასჯელის გადავადების შუამდგომლობით სასამართლოს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მიმართა. შეგახსენებთ, რომ ე.წ. "ციანიდის" საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა. დეკანოზს შეწყალების თაობაზე სინოდმა პრეზიდენტთან უშუამდგომლა, თუმცა გიორგი მამალაძე პრეზიდენტის მიერ საშობაოდ შეწყალებულ მსჯავრდებულთა სიაში ვერ მოხდა. სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, დეკანოზმა შიმშილობა დაიწყო.
კობახიძე ამტკიცებს, რომ ტრამპს და რუბიოს ესაუბრა
კაცმა ფარულად შეაღწია საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
პაპუაშვილი – საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები გადატვირთვის გზით მიდის
კობახიძე - ალდეს ლიბერალობის არაფერი ეტყობა, კვლავაც დგანან რადიკალიზმის, მათ შორის ტერორისტული აქტის მხარეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)