08:40 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-05 08:20:48, 3015 ნახვა

მსოფლიო
იტალიაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლები და უნივერსიტეტები დაიხურა

იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იტალიაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლები და უნივერსიტეტები დაიხურა. სწავლა ქვეყნის მასშტაბით 15 მარტამდე გადაიდო.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა ჯუზეპე კონტემ და განათლების მინისტრმა ლუჩია აძოლინმა განაცხადეს. განათლების მინისტრმა "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ აქამდე სწავლის გადადებაზე თავს იკავებდნენ და ელოდებოდნენ ექსპერტების დასკვნას.

"როგორც ვთქვით, გარკვეული დროით სწავლა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში გადაიდო. ჩვენ მოვამზადეთ ვებ-გვერდი, რომელიც დისტანციურად იმუშავებს და ბავშვებს საშუალებას მისცემს, რომ სწავლა გააგრძელონ."

ცნობისთვის, ამ დრომდე იტალიაში 107 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელდა 276 ადამიანი. რაც შეეხება დაინფიცირებულთა რაოდენობამს მან 3 089-ს მიაღწია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყველა ტელეარხმა ტრამპის ბოიკოტი გამოაცხადა
ირლანდიიდან საქართველოს 43 მოქალაქე დეპორტირებულია
ღარიბაშვილის ახალი წერილი - ჩემი პატიმრობა პირველივე დღიდან პოლიტიკურია
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics