|
2020-03-04 15:33:39, 5801 ნახვა
სხვადასხვა
ბორჯომში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან - თემურ მღებრიშვილთან და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად, ბორჯომში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა. ღონისძიებას, ასევე, დაესწრნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესო ამირანაშვილი. „დღეს ქალაქ ბორჯომში გაიხსნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობა. ეს შენობა აშენდა და კეთილმოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ოთხი ახალი შენობის მშენებლობა, რომელთაგან ერთ-ერთი უმოკლეს ხანში შევა ექსპლუატაციაში. მეხანძრე-მაშველის პროფესია არის უაღრესად რთული და რისკებთან დაკავშირებული. ამასთან დაკავშირებით, სამსახური ცდილობს, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს და ყველა პირობა შექმნას, რათა ამ ადამიანებმა მოახერხონ და ღირსეულად შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ. ბორჯომის მუნიციპალიტეტს შინაგან საქმეთა სამინიტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქალაქ ბორჯომის სამმართველოს ახალი, თანამედროვე სახანძრო-სამაშველო შენობა მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში, ქალაქ ბორჯომში სახანძრო-სამაშველო შენობა არ არსებობდა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადგილობრივი განყოფილება სხვადასხვა დანიშნულების შენობებში იყო განთავსებული. ორსართულიან შენობაში მოწყობილია 4 სპეცმანქანაზე გათვლილი სპეციალური სადგომი და იგი უზრუნველყოფილია 10-ტონიანი სარეზერვო წყლის სისტემით. ახალ შენობაში მეხანძრე-მაშველებს პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად და მოსასვენებლად ყველა პირობა აქვთ შექმნილი - თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო და საძინებელი ოთახები, სპორტული დარბაზი, ასევე, სამზარეულო და სასწავლო ოთახი, რომელიც აღჭურვილია უახლესი კომპიუტერული ტექნიკითა და ავეჯით. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქალაქ ბორჯომის სამმართველოს შენობაში, სახანძრო-სამაშველო ძალების გარდა, ამავე სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული დანაყოფიც განთავსდა. ღონისძიებაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ბორჯომის სამმართველოს ავტოპარკს უახლესი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, "მაგირუსის" მარკის სახანძრო-სამაშველო მანქანა გადასცა, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტს და საჭიროების შემთხვევაში, სამცხე-ჯავახეთის მხარეს სრულად მოემსახურება.
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)