|
2026-10-30 18:11:18, 433 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
პატიმრობაში მყოფი დროას ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია. როგორც ის ციხიდან გავრცელებულ წერილში აღნიშნავს, "ტექნიკურად "ქოცური" კანონების გამო, გირჩი და დროა გახდა პარტია ახალის ნაწილი, თუმცა რეალურად ეს 3 პარტიაა". "ნუ გამოვიყენებთ ქოცურ ციფრებს — იკრძალება ყველა რეგისტრირებული პროდასავლური პარტია. ახლა დავსვათ კითხვა — რას ნიშნავს "იკრძალება"? ფიზიკურად ადამიანებს, პოლიტიკოსებს ვერ აკრძალავენ, მათ შორის ციხეში ჩასმითაც კი. ეს კარგად ჩანს. შესაბამისად, რისი აკრძალვაც ხელეწიფებათ, ეს არის არჩევნებში ამ პარტიების მონაწილეობა, ანუ მივედით მთავარ საკითხამდე — ქვეყანაში კრძალავენ არჩევნებს!არჩევანი ვერ აიკრძალება. ოპოზიციური მოქალაქის არჩევანი ან არის, ან არა. თუ ის არ არის — ეს ნიშნავს, რომ, არცერთ მოქალაქეს არა არ აქვს. მისივე თქმით, ამ პროცესით ზღუდავენ საქართველოს იმისთვის, რომ არა ჩვენი, არამედ რუსეთის ნებით ვიცხოვროთ და რაც ჩვენი ნებით გვიცხოვრია, ისიც დავივიწყოთ. "საბჭოთა ოკუპაციაც, თავის დროზე, აგრესიული, მოძალადე, უღირსი უმცირესობის მიერ მოხდა დასავლეთის მოუცლელობის ფონზე. ოღონდ ისტორია აღარ უნდა განმეორდეს, რადგან ჩვენც ბევრად უფრო ძლიერები ვართ და დასავლეთიც. და ბოლოს, ძალიან თვალსაჩინოა ქართული პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის ძალა, ცოდნა, ღირსება ამ პროცესზე. ამას თუ დაემატება ერთობა და მოქმედება, რეჟიმი წავა!", — აცხადებს ხოშტარია.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)