|
2020-03-03 10:31:11, 2069 ნახვა
მსოფლიო
საქართველოს შემდეგ, პუტინი აპირებს კონსტიტუციაში ქორწინება კაცისა და ქალის კავშირად განსაზღვროს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას აპირებს, კერძოდ, სხვა საკითხებთან ერთად ქორწინება კაცისა და ქალის კავშირად განსაზღვროს. როგორც „მედუზა“ იუწყება, აღნიშნული დოკუმენტი, რომლითაც კონსტიტუციაში შესწორებები შედის, პუტინმა უკვე გადაუგზავნა მთავრობას. „რუსეთის ფედერაცია, რომელიც აერთიანებს ათასობით ისტორიას, ინახავს წინაპრების მოგონებებს, მათ მიერ გადმოცემულ იდეალებსა და ღვთის რწმენას“, - წერია დოკუმენტში, რომელიც ჟურნალისტებს სახელმწიფო დუმის სპიკერმა გააცნო. ამავე შეხვედრაზე, პუტინი ერთსქესიან ადამიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამოვიდა. „რაც შეეხება „მშობელ №1-სა“ და „მშობელ №2 – მე ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, სანამ მე პრეზიდენტი ვარ, ჩვენ არ გვეყოლება „პირველი და მეორე“ მშობელი – არამედ გვეყოლება – დედა და მამა,“ - განაცხადა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)