|
2020-02-26 23:46:36, 10888 ნახვა
სხვადასხვა
როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან - რეკომენდაციები - სპეციალური ვიდეო
საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა. დაინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც, აზერბაიჯანიდან საქართველოში გუშინ შემოვიდა. - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. დავადებული პაციენტის ასაკი 50 წლამდეა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში დაფიქსირდა კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან გუშინ შემოვიდა. 19-nCoV ადამიანიდან ადამიანზე ახლო მანძილზე ვრცელდება, როგორც სხვა რესპირატორული დაავადებები, მაგალითად გრიპი. დაავადების გადაცემა შესაძლოა მოხდეს დაცემინების ან დახველების დროს გამოყოფილი ჰაერწვეთოვანი გზით. მეცნიერთა მოსაზრებით ხველის ან ცემინების დროს გამოყოფილი ნერწყვის/ლორწოს წვეთს რამდენიმე ნაბიჯის მანძილზე გავრცელება ან ჰაერში 10 წუთამდე გაჩერება შეუძლია. შესაძლებელია, რომ ეს წვეთები სხვა ადამიანს ან პირდაპირი კონტაქტის გზით შეხვდეს ან დააინფიციროს სუბიექტი, თუ იგი ხელით შეეხება ისეთ ზედაპირს (და შემდეგ სახესთან ექნება კონტაქტი), რომელზეც ვირუსია გავრცელებული. თუ გვსურს რომ არავინ დავაავადოთ საჭიროა სწორად დავახველოთ და დავაცემინოთ. ამობეჭდეთ მოცემული ილუსტარცია და თვალში საცემ ადგილას, სახლში ან ოფისში გააკარით. • თავი შეიკავეთ სანამ ქაღალდის ხელსაწმენდს არ მოიძიებთ • დაახველეთ და დააცემინეთ ხელსახოცის აფარების შემდეგ, მაშინვე გადააგდეთ და ხელები დაიბანეთ • აიფარეთ იდაყვი, შემდეგ დააცემინეთ და დაახველეთ • არავითარ შემთხვევაში არ აიფაროთ ცხვირ-პირზე შიშველი ხელისგულები, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ხელები გადაიქცევა ბიოლოგიურ იარაღად • ღიად დაცემინება და დახველება არ არის სასურველი (თუმცა თქვენ ეს უკვე იცით) მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია არსებულ კორონოვირუსს განიხილავს,როგორც პოტენციურ ებოლას და გვირჩევს მოგზაურობისგან თავის შეკავებას. • რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტისაგან თავის არიდება; • ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ არსებობს პირდაპირი კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან ან იმ გარემოსთან, სადაც იმყოფებოდა სიმპტომების მქონე პაციენტი; • თავი აარიდეთ დაუცველ კონტაქტს ფერმებთან და/ან გარეულ ცხოველებთან; • რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებმა უნდა დაიცვან ხველის ეტიკეტი; • სამედიცინო დაწესებულებებში საჭიროა გაძლიერდეს სტანდარტული ინფექციის კონტროლის ღონისძიებები, განსაკუთრებით საავადმყოფოებსა და გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში. რეკომენდაციები საერთაშორისო მოგზაურთათვის • მოერიდეთ ავადმყოფ ადამიანებთან კონტაქტს; • მოერიდეთ ცხოველებთან კონტაქტს (მკვდარი, ცოცხალი) ცხოველთა ბაზრებს, ფერმებს, ცხოველურ პროდუქტებს (თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცი); • ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ხოლო მათზე ხელმისაწვდომობის არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადენზიფექციო საშუალება; • ხანში შესულმა და ჯანმრთელბის პრობლემების მქონე მოგზაურებმა უხანში გამგზავრებით შესაძლებელია უფრო მეტი რისკი შეუქმნან საკუთარ ჯანმრთელობას, გამგზავრება უნდა შეათანხმონ თავიანთ სამედიცინო დახმარების მიმწოდებელთან.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)