11:40 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-01 09:32:53, 549 ნახვა

პოლიტიკა
შს ახალი მინისტრის დანიშვნამდე, მოვალეობას პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი შეასრულებს

შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის დანიშვნამდე, მინისტრის მოვალეობას პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი შეასრულებს.

შს მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უწყება „სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებით, ორ ნაწილად გაიყო.

საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნა მოხდა. შსს-ში დარჩა ყველა პოლიციური დანაყოფი, ხოლო უშიშროება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავიდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შს უკვე ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური 6 წლის ვადით დაინიშნა, შს ახალი მინისტრის ვინაობა კი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

კანონში შეტანილი ცვლილებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მიმართულებებად განისაზღვრა: საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და მათი დაცვის უზრუნველყოფა. ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ტერორიზმთან ბრძოლა, კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება; სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა, ქვეყნის საგარეო საფრთხეებისგან დაცვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში იქნება შემდეგი დანაყოფები: კონტრდაზვევრვის დეპარტამენტი, კონტრტერორისტული ცენტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ანტიკორუფციული სააგენტო, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი ე.წ. შავნადაბას დანაყოფი.

სუსის ხელმძღვანელად პარლამენტმა ყოფილი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური დაამტკიცა. გომელაური ამ თანამდებობაზე 6 წლის ვადით დაინიშნა და ის ანგარიშვალდებული იქნება, როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის წინაშე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics