|
2020-02-24 14:36:17, 1621 ნახვა
კომენტარი
გედევან ფოფხაძე - მაჭავარიანს და ტიკარაძეს არ აქვთ არანაირი სახელმწიფოებრივი აზროვნება და მორალური უფლება, მინისტრის თანამდებობა ეკავოთ
„მაჭავარიანს და ტიკარაძეს არ აქვთ არანაირი სახელმწიფოებრივი აზროვნება და მორალური უფლება, მინისტრის თანამდებობა ეკავოთ“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი გედევან ფოფხაძე, პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრის არ მისვლის საკითხს. მისი თქმით, ფინანსთა მინისტრის საქციელი პარლამენტის შეურაცხყოფაა და მას ეს არ უნდა შერჩეს. „მადლობის თქმით მინდოდა დამეწყო ჩემი გამოსვლა, რომ ბატონი ივანე მაჭავარიანი, ეკატერინე ტიკარაძეს არ დაემსგავსა და იგივე დამოკიდებულება არ აქვს პარლამენტისადმი. გეტყვით, რომ ამ შემთხვევაში არ შეიძლება აღშფოთება დამალო, ასეთი დამოკიდებულების მიმართ. საპარლამენტო რესპუბლიკაში ვცხოვრობთ და მემგონი რეგლამენტის მიმართ კი არა კონსტიტუციის მიმართ არის აბუჩად აგდება, როდესაც მინისტრი ვერ ასხვავებს რა დანიშნულება აქვს საკომიტეტო მოსმენასა და სასესიო მოსმენაზე მის მინისტრის საათს. თუ ამაში განსხვავებას ვერ ხედავს მინისტრი, მე იმ კითხვებზე პასუხი, რაც ჩვენ გვქონდა დასმული და კიდევ სხვა კთხვებიც უნდა დასმულიყო, იმაზე რა პასუხი უნდა მომთხოვოს მინისტრმა, რომელიც ამ ორ ფორმატს, პარლამენტთან ურთიერთობაში ვერ ასხვავებს. ამის მერე თუ ქალბატონი ტიკარაძე და ბატონი მაჭავარიანი დარჩება თანამდებობაზე ეს იქნება პარლამენტისთვის პირდაპირი შეურცხყოფა. თუ ჩვენ ელემენტარული ღირსების გრძნობა გვაქვს და რაღაც პრეტენზია გვაქვს, რომ დეპუტატობა ნიშნავს ხალხის სამსახურს არ შეიძლება ამ ადამიანებს ასე გავუტაროთ ეს ყველაფერი და სტანდარტად აქციონ პარლამენტისადმი ეს აგდებული დამოკიდებულება. ჩემი აზრით ეს არის პარლამენტისთვის შეურაცხმყოფელი, ყველა პარლამენტარმა თავისთვის გადაწყვიტოს რა ფორმით გასცემს ამაზე პასუხს. მე დარწმუნებული ვარ მაჭავარიანი და ტიკარაძე არის ორი ადამიანი, რომელსაც არანაირი სახელმწიფოებრივი აზროვნება არ გააჩნიათ და არანაირი მორალური უფლება არ აქვთ მინისტრის თანამდებობას იკავებდნენ. მე მიმაჩნია, ჩვენც არ გვაქვს არანაირი მორალური უფლება ჩვენი მანდატები გვქონდეს და ჩვენი საპარლამენტო საქმიანობა გავაგრძელოთ თუ ამ ადამიანებს ამას შევარჩენთ, ამას გულწრფელად გეუბნებით და ვინც გადაეფარება ასეთ ხალხს იმაზე უარესი იქნება“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ. ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე არ მივიდა. როგორც ცნობილია, მაჭავარიანი პარლამენტში დამოუკიდებელმა დეპუტატება დაიბარეს, რომლებსაც ე.წ დღგ-ს სკანდალთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდათ.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)