|
2020-02-21 17:44:27, 3562 ნახვა
რეგიონი
დავით შერაზადიშვილმა ისტორიკოს ზურაბ ერისთავს ბოლნისის საპატიო მოქალაქის ჯილდო გადასცა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ბოლნისის კოლორიტი, ისტორიკოსი ზურაბ ერისთავი ბოლნისის მუნიციპალიტეტის უმაღლესი ჯილდოთი, ბოლნისის საპატიო მოქალაქის წოდებით დააჯილდოვა. ზურაბ ერისთავი 1995-1999 წლებში ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში უფროს მეცნიერ მუშაკად მუშაობდა. 1987 წელს ის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საპატიო ქარვის ჯვრით დაჯილდოვდა. “ზურაბ ერისთავმა დიდი წვლილი შეიტანა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის განვითარებისა და ჩვენი მუნიციპალიტეტის თანამედროვე ისტორიის კვლევის საქმეში.ის ბოლნისის ცოცხალი მემატიანეა, მისი პროფესიონალიზმი და სიყვარული ჩვენი ქალაქისადმი ძალიან დასაფასებელია, ამიტომ მოხარული ვარ, რომ დღეს მას ბოლნისის საპატიო მოქალაქის წოდება მივანიჭეთ. ვიმედოვნებ, რომ ზურაბ ერისთავის ღვაწლი და შემართება ახალგაზრდა თაობებისთვის ერთგვარი სტიმული იქნება “, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)