|
2020-02-20 18:35:28, 1352 ნახვა
კომენტარი
სერგი კაპანაძე რუსეთის „გრუ“-ს მიერ განხორციელებულ კიბერშეტევაზე - გასაკვირი არაფერია, საქართველოსთვის ეს ახალი ამბავი არ არის
„არაფერი გასაკვირი არ არის იმაში, რომ ასეთი კიბერშეტევა მოდიოდა რუსეთის მხრიდან და მათი უშიშროების სამსახურიდან“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე რუსეთის „გრუ“-ს მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას. მისი თქმით, მსგავსი კიბერშეტევები ქვეყანაზე 2008 წლის ომის შემდგომ პერიოდულად ხორციელდებოდა. „არაფერი გასაკვირი არ არის იმაში, რომ ასეთი კიბერშეტევა მოდიოდა რუსეთის მხრიდან და მათი უშიშროების სამსახურიდან. ეს ახალი ამბავი საქართველოსთვის არ არის. ჯერ კიდევ 2008 წლის ომის დროს განხორციელდა მსგავსი რამ და იმის მერე პერიოდულად ხდებოდა ხოლმე. ამიტომ რამე სიახლე ამ განცხადებაში ბუნებრივია არ არის. აქ საინტერესოა, საქართველოს ხელისუფლება ამ ბოლო წლებში რას აკეთებდა იმისთვის, რომ ამის პრევენცია მოეხდინა და სხვა მსგავს შემთხვევებზე როგორი რეაგირება მოახდინა. ყველა ჩვენთაგანისთვის მეორე საყურადღებო ამბავი იქნება ის, რომ ხომ არ მოხდება ამ შეტევის გამოყენება იმის საბაბად, რომ თვითონ უფრო მეტი კონტროლი აიღოს მთავრობამ და უშიშროების სამსახურებმა ინტერნეტის კონტროლზე ქვეყნის შიგნით და შემდეგ ეს გამოიყენოს სხვა მიზნებისთვის“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
ხვალ ეკლესიას ეყოლება ახალი პატრიარქი - მამა ანდრიამ გაფართოებული კრების დეტალები დააზუსტა
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)