|
2020-02-18 11:32:21, 1577 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე - ირაკლი შოთაძე არის ღირსეული ადამიანი და საქმის პროფესიონალი, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ
„ირაკლი შოთაძე არის ღირსეული ადამიანი და საქმის პროფესიონალი, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღეს შოთაძის გენერალურ პროკურორობას აპროტესტებს ის ხალხი, რომლის დროსაც არჩეული გენ. პროკურორი შოთაძეს არც კი შეედრება. „პირველი - მიხეილ სააკაშვილის საქმეა კონკრეტულად ყველაზე რეზონანსული, რომელიც გასამართლდა გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით და რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ გასცა შესაბამისი რეკომენდაცია. მეორე მაგალითად, გელაშვილის საქმე. სწორედ ამ საქმეს ვერ პატიობენ „ნაცმოძრაობის“ და მათი სატელიტი პარტიების წარმომადგენლები ირაკლი შოთაძეს. ირაკლი შოთაძე არის ადამიანი, რომლის გენერალურ პროკურორობასაც აპროტესტებს ის ხალხი, რომლების თავის დროზე დანიშნულ გენპროკურორს არც კი ვკადრებ რომ შევადარო ირაკლი შოთაძე. ეს იქნება ჩემი მხრიდან დიდი ამორალურობა იქიდან გამომდინარე, რომ მათ ჰყავდათ პროკურორი ისეთი პოლიტიკური ნების გამტარებელი მთავარი გენ. პროკურორი, რომელიც ორიენტირებული იყო უდანაშაულო ადამიანების დასჯაზე, ქონების წართმევაზე, იმ საშინელი საქმეების გაპრავებაზე, რაც მაშინ ხდებოდა და ა.შ. ირაკლი შოთაძე არის ადამიანი, რომელმაც ერთი კითხვის დასმისთანავე დატოვა თანამდებობა. შესაბამისად არის ღირსეული ადამიანი, თავისი საქმის პროფესიონალი და ბუნებრივია, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, გუშინ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მხარი დაუჭირეს. დღეს კი მას პლენარულ სხდომაზე წარადგენენ. შოთაძეს გენერალურ პროკურორად დასამტკიცებლად დეპუტატების 76 ხმა დასჭირდება. კენჭისყრის პროცესს ირაკლი შოთაძე არ დაესწრება.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)