14:45 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-18 10:54:54, 2245 ნახვა

სამართალი
მებაჟეებმა დიდი ოდენობით ოქროს ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

15-16 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ნინოწმინდა”, ,,სარფი“ და ,,წითელი ხიდი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, ბარგისა და ფიზიკური, ასევე ავტომანქანის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის 4 ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ; საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ნინოწმინდა“ მებაჟე ოფიცრებმა,  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს მოქალაქის, ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონით 529,38 გრამი) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 44,923 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ასევე, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების (242,29 გრამი) შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და ,,წითელი ხიდი“.  საქონლის ჯამურმა საბაჟო ღირებულებამ 22,076.51 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმები, შესაბამისად; 12,777.07 ლარის, 3,636.42 ლარისა და 5,663.02 ლარის ოდენობით შეეფარდათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
კობახიძე ამტკიცებს, რომ ტრამპს და რუბიოს ესაუბრა
კაცმა ფარულად შეაღწია საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics