|
2020-02-17 22:03:13, 5250 ნახვა
სხვადასხვა
საქართველოს ფოსტამ გამოსცა ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფოსტო მარკა
საქართველოს ფოსტამ 2019 - 2020 წლის მარკების თემატური გეგმის ფარგლებში „ეროვნული გმირი“ - ჟიული შარტავას მარკა გამოსცა. მარკის ვიზუალში წარმოდგენილია ჟიული შარტავას პორტრეტი, რომლის ავტორიც გახლავთ მხატვარი თამაზ ხუციშვილი, ხოლო ფონზე გამოსახულია ეროვნული გმირის ორდენი და ჟიული შარტავას სახელობის მთა. „ჩვენთვის მეტად საპასუხისმგებლო და საამაყოა საქართველოს ეროვნული გმირის, ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის ჟიული შარტავას მარკის გამოცემა, ამგვარად ჩვენ შევძლებთ მისი ღვაწლი და დამსახურება გავაცნოთ მთელ მსოფლიოს“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ. მარკა დაიბეჭდა საფრანგეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალპოლიგრაფიულ სტამბაში „Cartor Security Printing”. მარკის დიზაინი შექმნა გიორგი ქართველიშვილმა, მისი ნომინალური ღირებულება შეადგენს 2,40 ლარს, წარმოდგენილია ერთმარკიანი მცირე ფურცლით და გამოიცა 25 000-იანი ტირაჟით. საფოსტო მარკა მიმოქცევაშია და მისი შეძენა შესაძლებელია საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით. საფოსტო მარკა, ისევე როგორც დროშა და გერბი აღიარებულია ქვეყნის სიმბოლოთ. მარკის მეშვეობით ხდება ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლა, რადგან ამ პატარა ზომის ფურცელზე ასახულია ქვეყნის ღირშესანიშნაობები, გამოჩენილი პიროვნებები და მნიშვნელოვანი ფაქტები.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)